Petra Sea Resort

გთავაზობთ შავი ზღვის ულამაზესი ხედებით გარშემორტყმულ ზღვისპირა კომპლექსს.
მრავალფუნქციური პრემიუმ დასახლება გამოირჩევა პალმის ხეების, ეგზოტიკური ფლორისა და ფაუნის ოაზისით.

საცხოვრებელი კომპლექსი ,,პეტრა სი რეზორტ”-ი მდებარეობს ბათუმთან ახლოს, სულ რაღაც 15 კილომეტრის მოშორებით, შავი ზღვის სანაპიროს ზოლზე. აჭარის ბუნება უნიკალური გარემოა დასასვენებლად.

საცხოვრებელი და გამაჯანსაღებელი კომპლექსი ,,პეტრა სი რეზორტ”-ი, იდეალური ადგილია დასასვენებლად და საინვესტიციოდ.

კურორტის მენეჯმენტი

კურორტის და მის ფარგლებში დაგეგმილი სასტუმროების, ბრენდული რეზიდენციების, სასტუმროს ტიპის აპარტამენტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მართვას უზრუნველყოფს საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია – VALOR HOSPITALITY, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს როგორც კურორტების ასევე სტუმართმოყვარეობის სფეროში.

VALOR HOSPITALITY არის სასტუმროების მართვის ერთ-ერთი წამყვანი გლობალური კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ატლანტაში, აშშ. მათი პორტფოლიო მოიცავს 90-ზე მეტ სასტუმროსა და კურორტს ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

პირველად რეგიონში, Pullman-ის ბრენდული რეზიდენციები Petra Sea Resort-ში.
პულმანის რეზიდენციების მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ კურორტის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურის თითოეული ბენეფიტით.

Pullman Residences Batumi წარმოდგენილი იქნება 2 თაუერით და ჯამში გააერთიანებს 421 რეზიდენციას, ასევე : ლობისა და რეცეფციას, სავარჯიშო დარბაზს, სპა ცენტრს, ღია და დახურულ აუზებს, ბავშვთა სივრცეს

რეზიდენციების მფლობელები, ასევე, ავტომატურად ერთვებიან Accor-ის ლოიალობის პროგრამაში.
ჯავშნების მიღება დაიწყო 2024 წლის სექტემბრიდან.

რეზორტის ინფრასტრუქტურა

დატკბით საცხოვრებელი კომპლექსის ირგვლივ არსებული თვალწარმტაცი ბუნებითა და მოწესრიგებული რეკრეაციული ზონებით

მრავალსართულიანი კომპლექსი A, B, C კორპუსებით

A, B, C ტრიპლეტ თაუერები მდებარეობს ზღვის პირველ ზოლში, გამწვანებული სანაპიროს ხედით აჭარაში.

 

საცხოვრებელი კომპლექსი გამოირჩევა თანამედროვე სტილით, დახვეწილი დიზაინითა და ელეგანტურობით.

 

სამი მაღალსართულიანო საცხოვრებელი კორპუსი ერთმანეთთან დაკავშირებულია უზარმაზარი რეკრეაციული ზონების მეშვეობით.

საცხოვრებელი კორპუსები A, B, C

ინფრასტრუქტურა ტრიპლეტ თაურების

საცხოვრებელი აპარტამენტების ტიპები

‘პეტრა სი რეზორტ’-ი გთავაზობთ სტუდიო ტიპის და 1-ოთახიანი აპარტამენტების ფართო არჩევანს., რომელიც ერწყმის და უზრუნველყოფს თანამედროვე და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს.

ერთოთახიანი აპარტამენტი

ერთოთახიანი აპარტამენტი

ვარიანტი 2

სტუდიოს ტიპის აპარტამენტი

ვარიანტი 3

დაგეგმარება

დეველოპერის შესახებ

პეტრა ჯგუფი ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში,
რომელიც ორიენტირებულია პრემიალური კურორტების მშენებლობაზე.
ჩვენ ვმუშაობთ, რომ შევქმნათ მსოფლიო დონის არაერთი კურორტი, რომელიც
უმასპინძლებს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან და ორიენტირებული იქნება
კომფორტსა და ინოვაციებზე, 4 სეზონის განმავლობაში.

ჩვენ შესახებ

პეტრა ჯგუფი ქმნის როგორც საზღვაო, ისე – სამთო კურორტებს,
რომელთაგან თითოეული სრულიად უნიკალური კონცეფციის მქონეა. ჯგუფის პირველი
პროექტი – პეტრა სი რიზორტი – ნათლად ასახავს, რომ ჯგუფის მთავარი ორიენტირი
არის ხარისხი და ინოვაცია – ბრენდული სასტუმროებითა და პრემიალური
რეზიდენციებით შექმნილი სრულყოფილი, თვითკმარი კურორტი სწორედ ამის
ილუსტრაციაა.

ჩვენი პროექტები :

ჩვენი პირველი დეველოპერული პროექტი Petra Sea Resort რომელიც შეიძლება ითქვას,
პრეცენდენტს ქმნის საქართველოში სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიაში. პროექტის
განვითარების გეგმა სრულად 7 წელს აერთიანებს, მისი პირველი ფაზის მშენებლობა კი
2026 წლის ბოლოს დასრულდება.

Petra Sea Resort კონცეპტუალურად სრულიად უნიკალური პროექტია, საერთაშორისო
თანამშრომლობითა და მყარი გარანტიებით – შავი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში,
ციხისძირში, და ის ნებისმიერ სტუმარსა თუ მაცხოვრებელს ახალ გამოცდილებას
შესთავაზებს.

პეტრა სი რიზორტი საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებს, რეზიდენციებს,
საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, კერძო სანაპიროს და მრავალფეროვან
სარეკრეაციო ინფრასტრუქტურას აერთიანებს.

პეტრა ჯგუფის პორტფოლიო სულ მალე კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და
გააერთიანებს არამარტო საზღვაო, არამედ – სამთო კურორტებსაც.

Asset 2

შეცვალეთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ, იცხოვრეთ მშვიდ და თანამედროვე გარემოში.

Copyright 2023 – All Rights Reserved. Developed by Plexygon.com

შპს პეტრა სი რეზორტ, ს/კ  404644765

Live Cam